შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი ჩომახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია არქიტექტურის სპეციალობით. 1965 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად; 1970 წლიდან საპროექტო ინსტიტუტ "კურორტპროექტში" არქიტექტორად; 1984 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანამშრომელი - ჯერ მოწვეული პედაგოგი, შემდეგ ძირითად შტატში; 2004 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება; მისი ნამუშევრებია: ღამის სანატორიუმის კომპლექსი რუსთავში, ბავშვთა ქალაქი ანაპაში, ექსპერიმენტალური საძილე კორპუსები ტურისტებისათვის, ნაციონალური რესტორანი ბიჭვინთაში, სპორტული დარბაზი სიღნაღში, ბავშვთა ქალაქი რემიზოვკაში, მეშახტეთა ადმინისტრაციული შენობა ჭიათურაში და სხვა; ასევე მცირე დიზაინური და არქიტექტურული ფორმები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 289-290
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |