The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ აბესაძე

ტარიელ აბესაძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1967წწ. ქ. ხარკოვის ტრესტის სამონტაჟო გაწყობის სამმართველოს ინჟინერი; 1967-1982წწ. ლენინგრადის ტრესტ "ჰიდროელექტრომონტაჟის" განწყობის სამმართველოს უფროსი; მისი მონაწილეობით გაშვებულ იქნა თბილისის მე-4 და მე-8 ენერგობლოკები, ზესტაფონის 500კვ. ქვესადგური, თბილსრესის 500კვ. ქვესადგური, ვარციხე ჰესების კასკადის პირველი  და მეორე ჰესი, ტყვარჩელის  სრესის 110 მვტ სიმძლავრის ახალი ენერგობლოკი, ვარდნილი ჰესების კასკადი, ენგურჰესის 5 აგრეგატი და რიგი 220-500კვ. ძაბვის ქვესადგური; 1982-1986წწ. მივლინებული იყო აფრიკის კომტინეტზე რესპუბლიკა გვინეა-ბისაუში, სადაც მუშაობდა რესპუბლიკის ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე; 1986-1988წწ. მუშაობდა ჟინვალჰესის გაშვებაში, მისი ხელმძღვანელობით ტრესტ "საქსოფლელექტროქსელმშენში" ჩამოყალიბდა სამონტაჟო-განწყობის თვითდაფინანსების უბანი: 1995-1996წწ. სააქციო საზოგადოება "ანძა"-ს სამონტაჟო განწყობის სამმართველოს უფროსია; 1997 წელს სს "გამონის" დირექტორი; 1998 წელს "თბილსრესის"გენერალური დირექტორი; 2001 წელს "თბილსრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1982 წელს დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დამსახურებული ენერგეტიკოსი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 43-44


გააზიარე: