The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ოშაყმაშვილი

გივი ოშაყმაშვილი
Date of birth:27 September, 1936
Date of death:27 October, 1994  (at 58 years)
Burial location:სოფელ მარტყოფის სასაფლაო, გარდაბნის რაიონი
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მარტყოფი, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის სრული კურსი არქიტექტორის სპეციალობით 1960 წელს.

1960 წლიდან მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში "საქქალაქმშენსახპროექტის" N1 სახელსნოში არქიტექტორად; 1968 წლიდან მოღვაწეობდა პროექტის მთავარი არქიტექტორის რანგში და იყო ლაურეატი შიდა საინსტიტუტო, რესპუბლიკური და საკავშირო კონკურსებისა; მის მიერ დამუშავებულია მთელი რიგი საცხოვრებელი სახლებისა, როგორც სერიული ასევე ინდივიდუალური მშენებლობისთვის, კერძოდ: "არმაზი-77", "არმაზი-80",  5-9 სართულიანი მსხვილპანელოვანი სახლები, ერთბინიანი კერძო სახლები მთასა და ბარში რთულსა და სწორ რელიეფებზე; საცხოვრებელი სახლები: ხაშურში, კასპში, თელავში, გორში, ყვარელში, ცხინვალში, გურჯაანში; სკოლები და საბავშვო-ბაღბი: ქვაბისხევში, ზერტში, გომში, ურბნისში. გარდა საცხოვრებელი სახლებისა იგი ავტორია: სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის შენობისა (1975), დაბა ანდეზიტის განაშენიანების პროექტისა (1975, I პრემია), თბილისის ბავშვთა მრავალპროფილიანი საავადმყოფო 300 საწოლზე (1978), ქ. სიღნაღის კავშირგაბმულობის რაიონული კვანძის შენობისა (1977), შუშის საწყობი თბილისში, სახალხო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა ცხინვალში, ყვარელში, ლაგოდეხში; ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ვივარიუმის დაშენება თბილისში, ექსპერიმენტალური ლაბორატორია (მეღვინეობის ინსტიტუტის) თბილისში, თსუ-ს მე-5 კორპუსის მიშენება და ახალი უნივერსიტეტის შიდა ეზოს კეთილმოწყობა თბილისში, საგარეჯოს მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, კარ-ფანჯრების კატალოგის შედგენა, ტექნიკური პროექტის ეტალონის დამუშავება, ხის ნაკეთობათა რესპუბლიკური კატალოგი და სხვა. ახალი ტიპის საცხოვრებელი სახლების პროექტისთვის (ურიგელო კარკასული კონსტრუქციების გამოყენებით) მიღებული აქვს რესპუბლიკური ღია კონკურსის I-II პრემია; ასევე დაჯილდოებულია მრავალგზის შრომითი წარმატებებისათვის.

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Share: