The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაკარი ბიჯამოვი

იაკარი ბიჯამოვი
Date of birth:3 April, 1947  (78 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით და ასპირანტურა 1976 წელს.

1973 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, უფროს და წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ. სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: ელექტრულ მანქანებში ელექტრომაგნიტური პროცესების გამოკვლევა, ელექტროსადგურებისა და ელექტრო ქსელების ძირითადი ელექტრომოწყობილობების პარამეტრბის გაანგარიშება და დაპროექტება, ელექტრული და თბური გამოცდები, მათი აუდიტორული შემოწმება, მონიტორინგი. ხელმძღვანელობდა და უშუალო მონაწილეობას იღებდა საიანო-შუშინსკოეს ჰესის ჰიდროგენერატორების გამოკვლევასა და მათი არასიმეტრიული მუშაობის დანერგვაში, საიანო-შუშინსკოეს უსტ-იალიმსკაი ჰესების გენერატორების გამოცდებში, მრავალ აგრეგატიანი ჰესების არასიმეტრიულ რეჟიმებში მუშაობის ინსტრუქციის შემუშავებაში, ჰიდროგენერატორების როტორების პარამეტრების გამოკვლევაში, საქართველოს ენერგოსისტემაში მომუშავე გენერატორების თბური რეჟიმების გამოკვლევაში და მათი სიმძლავრეების გაზრდაში. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელერქტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის მიწვეული ლექტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1985 წელს მიღებული აქვს "სსრკ გამომგონებლის" საპატიო წოდება. არის 60 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 44-45

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • ღირსების მედალი

Share: