Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიანა ბლიაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა საქართვლოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1975წწ. მუშაობდა "საქენერგოპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1975-1978წწ. "ამიერკავკასიის გაერთიანებულ სადისპეჩერო სამმართველოში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1978-2004წწ. "ენგურჰესში" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროს ინჟინერად, ახალციხის ელ. ქსელების დისპეჩერად, ქ/ს "ბორჯომი -1"-ის მორიგე ინჟინრად, "საქმთავარენერგოს" ცენტრალური სადისპეჩერო სამსახურის უფროს ინჟინერად, კარგვების სამსახურის უფროს იჟინერად, პერსპექტიული განვითარების და ტექნიკური გადაიარაღების სამსახურის წამყვან ინჟინერად, უფროსის მოადგილედ, დეპარტამენტ "საქენერგოს" ტექნიკური სამმართველოს პერსპექტიული განვითარების განყოფილების უფროსად, შემდგომ პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორად; 2002-2006წწ. იყო სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, ხოლო 2006-2012წწ. წამყვანი სპეციალისტი; 1994-1996წწ. ამერიკის განვითარების სააგენტოს სამწლიანი პროგრამით სტაჟირება გაიარა ვაშიგტონში, მოსკოვსა და თბილისში. მიღებული აქვს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის "საპატიო სიგელი", დსთ-ს "საპატიო სიგელი", საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის "საპატიო სიგელი", საქართველოს ელექტრო-ენერგეტიკის დამსახურებული მუშაკი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 45-46
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |