The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ბოდოკია

თემურ ბოდოკია
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზეგანი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "სამრეწველო საწარმოების და ქალაქების ელექტრომომარაგება" 1972 წელს; მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1980 წელს.

1972-1978წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შრომის დაცვის კათედრის ასისტენტი; 1982-1993წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1994-2010წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრომომარაგების  და ელექტრომოწყობილების კათედრის დოცენტი, ასოცირებული პროფესორი, სრული პროფესორი; 2010 წლიდან არის ამავე კათედრის (შემდგომში მიმართულების) ხელმძღვანელი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 46

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: