Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურად კაიკაციშვილი![]()
Biographyსაქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტის ქობულეთის განყოფილების მდივანი. მურად კაიკაციშვილი, კომიტეტის სახელით, ქობულეთსა და მის ახლო-მახლო სოფლებში ქართველ მუსლიმებს საქართველოსთან შეერთებისკენ მოუწოდებდა, ხალხი მის სიტყვას ენდობოდა და პატივს სცემდა. საქართველოს ბათუმში შესვლის დღიდან (1920), იგი დაინიშნა ქობულეთის მილიციის უფროსად და ემსახურებოდა ქართველ მუსლიმთა და ქართველ ქრისტიანთა შორის ერთობის განმტკიცებას. აჭარაში თურქების, თურქოფილების და დენიკინელების გარდა, სხვა ძალებიც მუშაობდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ქობულეთის მაზრაში. მურად კაიკაციშვილმა შეძლო ამ ძალებისაგან მთლიანად გაეწმინდა ქობულეთის მაზრა. 1923-1924 წლებში მუშაობდა სისხლის აღების სალიკვიდაციო კომისიაში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.485
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |