The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანატოლი გიორგაძე

ანატოლი გიორგაძე
Date of birth:14 July, 1969  (55 years)
Category:Public official, Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი  ინსტიტუტის მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია ზოოინჟინერი, ხორცისა და ხორცის პროდუქტების ტექნოლოგი; სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის ასპირანტურაში. დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, რომელიც დღეისათვის გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან.

2002-2004წწ. - შპს "ფენიქსი", კონსულტანტი; 2004-2014წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნი; 2004-2011წწ. - პარალელურად, მეცხოველეობისა და საკვებწარმოების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2014 წლიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი; არის აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, აკადემიის გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე; 2019-2021წწ. იყო  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი. გამოქვეყნებული აქვს 85-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 5 წიგნი, 1 მონოგრაფია, 11 ბროშურა-რეკომენდაცია; არის მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმებისა და კონფერენციების მონაწილე. რამდენჯერმე გაიარა ტრენინგი ევროკავშირის ქვეყნებში. მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო-საგრანტო პროგრამებში. 2016 წელს მიენიჭა ექსპერტის წოდება მეცხოველეობის დარგში. საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გაზეთ "მაცნეს" მთავარი რედაქტორის მოადგილე (2013); საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" რედკოლეგიის წევრი (2013); უკრაინის (ქ. ვინიცა) ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის "აგრარული მეცნიერება და კვების ტექნოლოგიები" რედკოლეგიის წევრი (2015); უკრაინის (ქ. კიევი) ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის "ბიორესურსების" რედკოლეგიის წევრი (2015); სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალ "აგრარული საქართველოს" სამეცნიერო საბჭოს წევრი (2017). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწევული პროფესორი. 

Member of Organizations

  • მსოფლიო სამეცნიერო მეფრინველეობის ასოციაცია (The World,s Poultry Science Association–WPSA.Netherlands), წევრი (1998-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2021-)

Awards and Honors

  • 2018 - პრემია და დიპლომი აგრარულ დარგში საუკეთესო მონოგრაფიისათვის
    მწყრის კვერცხის და ხორცის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია : მონოგრაფია / ანატოლი გიორგაძე. - თბილისი, 2017. - 102გვ.
  • 2017 - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი
    აგრარული დარგისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 2011 - ქ. კამიანეც პოდოლსკის (უკარინა) აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი

Bibliography


Share: