The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ ცისკარიძე

თინათინ ცისკარიძე
Date of birth:26 November, 1952  (72 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1975 წელს.

1975-2002წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტ"-ში, №6 არქიტექტურული სახელოსნოს არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1983 წელს გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ქ. მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში; 2002-2004წწ. იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; 2004-2007წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; მისი მონაწილეობით დამუშავებულ იქნა არაერთი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტი, მათ შორის: საცხოვრებელი სახლი პოლიკლინიკით და საერთო საცხოვრებელი სატყეო ტექნიკუმის სტუდენტებისათვის ქ. ბორჯომში, პანსიონატი 300 ადგილზე ქ. გუდაუთაში, საცხოვრებელი კვარტალი მეფრინველეობის ფაბრიკისათვის ქ. კასპში, საცხოვრებელი სახლები ქ. თბილისში და ქ. მცხეთაში; ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა კონკურსში "თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარება" (ქ. თბილისში) - პროექტს მიენიჭა პირველი ადგილი (1994).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 293-294

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1980-)

Share: