შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბოკუჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1930 წელს. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში ინჟინერ-ენერგეტიკოსის თანამდებობებზე: "საქსოფლელექტროს" სამშენებლო-სამონტაჟო კანტორის უფროსი, მთავარი ინჟინერი, ალაზანჰესის მშენებლობის მავარი ინჟინერი; "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილე. მონაწილეობა აქვს მიღებული სოფლის ელექტროქსელებისა და ელექტროდანადგარების მშენებლობაში, დაგეგმარებასა და ექსპლუატაციაში. არის მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენების მედლები და სიგელები, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1968) და "სსრკ ღირსების ორდენი" (1961). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 46-47 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |