The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახაბერ ცნობილაძე

კახაბერ ცნობილაძე
Date of birth:3 November, 1966  (58 years)
Category:Engineer, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და ლითონების ტექნოლოგიის ფაკულტეტის საღამოს დასწრებული განყოფილება და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია 1990 წელს.

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად მუშაობდა ერთ-ერთ მექანიზაციის სამმართველოში, დამხმარე მუშად, გეოდეზიის სამსახურში; 1984-1985წწ. გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1986-1988წწ. მუშაობდა მცხეთის რაიონის სოფ. წიწამურის საკარიერო სამმართველოს ჯერ მემანქანე-ოპერატორად, შემდეგ ამავე სამმართველოს ერთ-ერთი საამქროს ოსტატად; 1989 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის მექანიზაციის სპეციალიზებულ სამმართველოში ბურღვით-ნატენი და დასარტყამი ხიმინჯების უბნის უფროსად; 1990 წელს ზემოაღნიშნული სამმართველოს რეორგანიზაციის შემდეგ დააარსა შპს "დიდოსტატი", რომლის დირექტორად მუშაობს; შპს "დიდოსტატის" ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხელოვნური ფუძე-საძირკვლების მოწყობა სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისათვის; მის მიერ სისტემატურად ხორციელდება თანამედროვე საბურღი აგრეგატებისა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვა მშენებლობაში; 2005 წელს პირველად საქართველოში დაიწყო თანამედროვე საბურღი აგრეგატის "Bauer BG 28"-ის; 2019 პირველად დაინერგა ახალი ტექნოლოგია - ხიმინჯების ჩაწნეხვით მოწყობა; მისი ხელმძღვანელობით კომპანია "დიდოსტატის" მონაწილეობით, შესრულებულ იქნა ხიმინჯოვანი ფუძე-საძირკვლების სამუშაოები მრავალი მნიშვნელოვანი საცხოვრებელი კომპლექსებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაზე; მათ შორის: იუსტიციის სახლის ქ. თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს "მაგნოლიას" ქ. ბათუმში, სასტუმრო "პარაგრაფის კომპლექსის დ. შეკვეთილში, "ბაქო-კარწახი-ყარსის" რკინიგზისა და საქართველოს ავტობანის ხელოვნური საინჟინრო ნაგებობების და სხვა; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, პრაქტიკულ მასტერ-კლასებში; მისი ხელმძღვანელობით კომპანია "დიდოსტატი" მუდმივად ანვითარებს თავის საქმიანობას ბურღვის თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიების კვალდაკვალ; თანამშრომლობს დარგის მოწინავე და წარმტებულ საერთაშორისო ფირმებთან და სამშენებლო კომპანიებთან; მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები, დიპლომები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 294-295


Share: