The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ცნობილაძე

ვლადიმერ ცნობილაძე
Date of birth:28 August, 1945
Date of death:1994  (at 48 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის საღამოს დასწრებული განყოფილება სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1968 წელს.

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მსხვილპანელოვანი ბინათმშენებლობის №15 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის სისტემაში კოშკურა ამწის მემანქანედ, შემდეგ სამუშაოთა მწარმოებლად; 1972 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის სპეციალიზებულ მექანიზაციის სამმართველოში ბურღვით-ნატენი და დასარტყამი ხიმინჯების უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად და შემდეგ სამმართველოს უფროსად; დიდი ღვაწლი მიუძღვის ბურღვით ნატენი ხიმინჯების გამოყენებით, საქართველოში ხელოვნური ფუძე-საძირკვლების მოწყობის მოწინავე და მაღალი ტექნოლოგიური მეთოდის დანერგვის საქმეში და ითვლება, საქართველოს მასშტაბით, ამ მეთოდის მშენებლობაში გამოყენების ერთ-ერთ ფუძემდებლად; მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 296


Share: