შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მოსე ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი "მარგი წიაღისეული დაზვერვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის" სპეციალობით და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია 1972 წელს. 1972-1979წწ. მუშაობდა ტაჯიკეთის გეოლოგიურ სამმართველოში ბურღვის ოსტატად, უფროს ინჟინრად, ბურღვის ტექნიკურ ხელმძღვანელად; 1979-1994წწ. "საქნავთობი"-ს დასავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოში ჭაბურღილის ოსტატად, ჭაბურღილის უფროსად, ტექნოლოგიური განყოფილების უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1994-1997წწ. ქართულ-ბრიტანულ კომპანია "ჯიბიუს"-ში მექანიკოსად, მბურღავად; 2000-2003წწ. "საქნავთობის"-ს ფილიალ "გეოგეროილ სერვისში" კაპიტალური შეკეთების ინჟინრად, წამყვან ინჟინრად; 2004-2007წწ. მუშაობდა სს "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოში უფროს ინჟინრად, სარეწის უფროსად; 2007 წლიდან მუშაობს შპს "გლობალ ოილ ოფერეიტინგ კომპანის" ("ჯორჯია") სუფსის სარეწის უფროსად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 47-48
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |