The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვადიმ ბრონშტეინი

ვადიმ ბრონშტეინი
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1936
გარდაცვ. თარიღი:11 ივლისი, 2011  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დამთავრა მოსკოვის წყალთა მეურნეობის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1959 წელს.

ითვლება ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად თაღოვანი კაშხლების მშენებლობის და ენერგეტიკული ნაგებობების სეისმომედეგობის დარგში, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის და საიმედოობის მონიტორინგის საკითხებში. კარგად არის ცნობილი, როგორც ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის პროექტის მთავარი ინჟინერი, აგრეთვე ზაგორსკის ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურის ფერდობის სტაბილიზაციის პროექტის ხელმძღვანელი. 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დამსახურებული ენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 49

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის წყალმეურნეობის მეცნიერების და ხარისხის პრობლემების აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: