შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ძიძიგური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპაციალობით 1977 წელს. 1977-1980წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტი"-ს ქ. სოხუმის ფილიალში უფროს არქიტექტორად; 1981-1992წწ. საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლსახპროექტი"-ს ქ. სოხუმის ფილიალში ჯგუფის ხელმძრვანელად, მთავარ სპეციალისტად; 1993-2009წწ. ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას; 2010 წლიდან მუშაობს შპს "მონოლითი"ს არქიტექტორად; მისი უშუალო მანაწილეობითა და ავტორობით დამუშავებულია არაერთი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის პროექტი; მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ კონკურსში "ქ. სოხუმის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა"- პირველი პრემია და საკავშირო კონკურსში "პროფილაქტორიუმი - პოლიკლინიკა ქ. სოხუმში" წამახალისებელი პრემია; დამუშავებული აქვს პოსტერი და ემბლემა საერთაშორისო საიუბილეო კონფერენციისატყვის "საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის სახელმწიფო და სამეურნეო რეგულირება აწმყოსა და მომავალში (1994)"; გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური სტატია "ნოოპოლისის იდეის შესახებ" - ქალაქგეგმარებითი იდეა (თბილისი, 1998წ. ინფორმცენტრი "ეკო - XXI საუკუნე" საინფორმაციო ბიულეტენი №45). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 300 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |