შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან ბუბუტეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საჭამიასერი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ორგანიზაცია "საქენერგოპროექტში ინჟინრად; 1963-1978წწ. "საქმთავარენერგოს" სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ცენტრალური სამსახურში სხვადასხვა თანამდებობბებზე; 1975-1978წწ. მივლინებული იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ენერგოსისტემის სარელოე დაცვის მთავარ ექსპერტად; 1978-1981წწ. მუშაობდა "საქმთავარენერგოში" ტექნიკური განყოფილების უფროსად, ელ. ტექნიკური მოწყობილებების ექსპლუატაციის სამსახურის უფროსად; 1981-1992წწ. ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს განყოფილების უფროსი, პროექტის მთავარი ინჟინერი, ხელმძღვანელობდა სისტემის 110-220-500კვ. ობიექტების პროექტირებას და მათი მშენებლობის საავტორო ზედამხედველობას; 1992-2005წწ. მუშაობდა ენერგოსისტემის სარელეო დაცვის მთავარ სპეციალისტად და ამავდროულად კომპანია "ელექტროგადაცემის" სარელეო დაცვის სამსახურის უფროსად; 2005-2012წწ. "ენერგოპრო ჯორჯიას" სრული დაცვის განყოფილრბაში მთავარ სპეციალისტად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 52
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |