Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თუმანიშვილი-ანდრეევსკაია ბარბარე![]()
Biographyგიორგი ერისთავისაგან განახლებული ქართული თეატრის პირველი წარმოდგენების მონაწილე, სცენისმოყვარე ქალი. 1850 წლის 2 იანვარს მან "გაყრაში" შეასრულა კნეინა მაკრინეს როლი, ხოლო 3 მაისს, იმავე წელს, "დავაში" - ნინოს როლი. იგი იყო ასული გიორგი თუმანიშვილისა, მეუღლე გრაფ მიხეილ ვორონცოვის პირადი ექიმისა ერასტი ივანეს ძე ანდრეევსკისა. ანდრეევსკის ოჯახს შეხვდა აკაკი წერეთელი, როცა იგი ოდესის გზით პეტერბურგში გაემგზავრა უმაღლესი სწავლის მისაღებად. აკაკი წერს: "ანდრიევსკი ვარანცოვის სასახლის საკუთარი მკურნალი იყო, შინაური კაცი, და, სადაც უნდა ყოფილიყო ვარანცოვი, ყველგან თან ახლდა. ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი, თავად თუმანიშვილისა" (იხ. "ჩემი თავგადასავალი"). ბარბარე ანდრეევსკაიას გვერდით მარხია მისი ასული ნინო: "Нина Эрастовна Андреевская", род. 14 апреля 1848г. сконч. 22 июля 1876 г." ამ ნინოს სიკვდილთან დაკავშირებულია დიდი სასამართლო პროცესი (ამის შესახებ იხ. "Дело Давида и Николая Чхотуа и др. Тифлисское дело", ვლადიმერ სპასოვიჩის სიტყვა წიგნში "Судебные речи известных русских юристов", Сборник), რის შედეგადაც ოცი წლით კატორღაში იქნა გაგზავნილი დავით ჩქოტუა (დავით ჩხოტუას შესახებ იხ. სიმონ ჯანაშიას შენიშვნები წერილზე "Герои поэмы Руставели и их мировоззрение", ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 1, 1936 წ.). ბარბარე ანდრეევსკაიას მეორე ასული - ელენე, მეუღლე იყო პოეტისა და დრამატურგის გიორგი შერვაშიძისა (1846-1918). ელენე დასაფლავებულია მოქვის ტაძარში და საფლავზე აწერია: "Елена Эрастовна светлейшая кнагиня Шервашидзе ур. Андреевская". თვით გიორგი შერვაშიძეც იქვეა დასაფლავებული. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.16; Genealogy-Biography-History Georgia Caucasus: nobility.pro; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.151 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |