The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ძიძიგური

მაია ძიძიგური
Date of birth:22 March, 1960  (64 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1981 წელს.

1981-1989წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტი"-ს №2 არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად; 1980-1997წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტაჟიორი, არქიტექტურის ინსტიტუტის ხელოვნების კათედრის ასპირანტი; 1997-2004წწ. ამავე უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის კათედრის ასისტენტი; 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 2004-2006წწ. მუშაობდა ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის კათედრის პედაგოგ-დოცენტად; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის არქიტექტურის საფუძვლებისა და თეორიის დეპარტამენტის სახვითი ხელოვნების, არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის ისტორიისა და თეორიის მიმართულების პედაგოგ-დოცენტად; 2009-2018წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინერის ფაკულტეტის არიქტექტურის საფუძვლებისა და თეორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2015-2016წწ. გაიარა პოსტდოქტორანტურა ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში; მონაწილეობა აქვს მიღებული 7 საერთაშორისო კონფერენციაში; ავტორია ნაშრომის "არქიტექტურულ-მხატვრული თავისებურებანი არჩილ ქურდიანის შემოქმედებაში" (2003); ელექტრონული სახელმძღვანელოსი "დასავლეთ ევროპის არქიტექტურის ისტორია რომანული ეპოქიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე" (2016); თანაავტორია მრავალი სტატიის; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბჭოს წევრი; არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის ჟურნალ "კამარას" სარედაქციო კოლეგიის წევრი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალ "არქიტექტურისა და ურბანისტიკის თანამედროვე პრობლემები"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 301-302


Share: