The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ წაქაძე

მალხაზ წაქაძე
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1975  (50 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1997 წელს.

1997-199922. მუშაობდა სუპერმარკეტ "სმ"-ის დირექტორის მოადგილედ; 2000-2001წწ. შპს "კიდ არქიტექტურაში" სამშენებლო ობიექტების ტექნიკურ ზედამხედველად; 2001-2006წწ. შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფში" სამშენებლო ობიექტების მენეჯერად; 2006-2010წწ. იყო შპს "მზიური ველის" დირექტორი მშენებლობის დარგში; 2011-2012წწ. შპს "ჯორჯიან ქონსტრაქშენ ინქორფორეითედი"-ს მენეჯერი; 2012-2013წწ. მუშაობდა სამშენებლო კომპანია "ანაგის" სამუშაოთა მწარმოებლად; 2014-2016წწ. ამავე კომპანიის ზონალური სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელი (მშენებლობის უფროსი); 2016 წლიდან მუშაობს პროექტის მენეჯერად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სამშენებლო კომპანია "ანაგში" მუშაობის პერიოდში აშენდა ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორებიცაა: თვითმფრინავების კომპოზიტური დეტალების წარმოების ქარხანა "АТС", სასტუმრო "რიქსოსი", მრავალფუნქციური კომპლექსები გუდიაშვილისა და არაყიშვილის ქუჩებზე ქ. თბილისში, სასტუმრო თამარ მეფის ქუჩაზე ქ. სიღნაღში, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი დ. ბაკურიანში, "ფორდის ცენტრი" დ. აღმაშენებლის ხეივანში, მიწისქვეშა ავტოსადგომი მარჯანიშვილის ქუჩაზე და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 303


გააზიარე: