შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოე ბურძგლა![]()
ბიოგრაფია1948-1978წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გვირაბების ლაბორატორიის გამგედ. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულებებია ჰიდროტექნიკური გვირაბებისა და წყალსატარების ექსპერიმენტულ-თეორიული კვლევები. გარდა საბჭოთა კავშირის ჰესების გვირაბების დაპროექტებისა და უშუალოდ მშენებლობაში მონაწილეობისა, მას სხვა ქვეყნებშიც იწვევდნენ სამუშაოდ, კერძოდ, ასუანის ჰიდროკვანძის (არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა), ლინოს (ჩეხოსლოვაკია), მდ. სელიტაზე (ალბანეთი) და ჩინეთის მშენებარე და ექსპლუატაციაში მყოფ ჰესებზე. დაჯილდოებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის "საპატიო მედლით". ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 54
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |