შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ წიკლაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი, არქიტექტურის სპაციალობით 1976 წელს. 1976-1988წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვსახპროექტ"-ში არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1989-1990წწ. იყო კოოპერატივ "მცხეთა"-ს პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1990-1995წწ. კოოპერატივ "ივერია 90"-ის მთავარ არქიტექტორი; 1996-2000წწ. შპს "აგროინდუსტრიის" პროექტის მთავარი არქიტექტორი; 2000-2004წწ. შპს "არქიტრიო"-ს პროექტის მთავარი არქიტექტორი; 2004 წლიდან არის შპს "არქტური"-ს დამფუძნებელი და დირექტორი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა და აშენებულია არაერთი საცხოვრებელი სახლი, სამრეწველო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი; მათ შორის: სასმელ "პეპსი კოლას" ჩამოსასხმელი ქარხანა სოფ. ბაბუშერაში გულრიფშის რაიონი, ძმრის ჩამოსასხმელი ქარხანა ქ. თბილისში, მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხნები "ვაჟას წყარო" სოფელ ჩარგალში; "მიტარბი" სოფ. ჟინვალში და "ბაგიათი" ქ. ცხინვალში; პურის ქარხანა და ხორბლის გადამამუშავებელი და მაკარონის მწარმოებელი ქარხანა ქ. თბილისში, სპირტის ქარხანა ქ. ფოთში; მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები გორგასლისა და ს. ჩიქოვანის ქუჩებზე ქ. თბილისში, "აქვაპარკი" ბავშვთა ქალაქ "მზიურში" და სასტუმრო 140 ადგილზე ქ. თბილისში, ასევე მრავალფუნქციური კომპლექსი თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 304-305
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |