შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ბუტორინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ლვოვოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-2008წწ. მუშაოდა რუსთავის ქიმიურ ქარხანაში: 1954-1955წწ. ელექტრომომარაგების საამქროს ინჟინერ-ელექტრიკოსი; 1956 წელს სარელეო დაცვის სამსახურის უფროსი; 1956-1958წწ. ქარხნის დიდ სიმძლავრის ელექტროქვესადგურის უფროსი; 1958-1960წწ. ელექტრომომარაგების საამქროს უფროსის მოადგილე; 1963-1983წწ. მთავარი ენერგეტიკოსის მოადგილე; 1983-1985წწ. "აზოტის" გენერალური დირექტორის მოადგილე კაპიტალური მშენებლობის დარგში; 1985-2000წწ. მთავარი ენერგეტიკოს მოადგილე; 200-2008წწ. წამყვანი სპეციალისტი. მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მიღებული აქვს მთავარობის ჯილდოები და ქარხნის ხელძღვანელობის მადლობები, სიგელები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 55-56
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |