The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ჭანტურია

თამარ ჭანტურია
Date of birth:13 May, 1950  (74 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1972 წელს.

1972-1976წწ. მუშაობდა ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიეპი") უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1976-1988წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული ფაკულტეტის ჯერ კაბინეტ-ლაბორატორიის გამგედ, შემდეგ კი არქიტექტურის შესავლისა და გრაფიკის კათედრის ასისტენტად; 1988 წლიდან იყო ამავე ფაკულტეტის არქიტექტურის შესავლისა და გრაფიკის კათედრისა და აგრეთვე არქიტექტურული კონსტრუქციების კათედრის პედაგოგ-დოცენტი; 1996-2004წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 2004-2006წწ. "ნატიფი ხელოვნების" სკოლის დირექტორი; 2006 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის ინსტიტუტის არქიტექტურის საფუძვლებისა და თეორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; ავტორია 19-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, დამხმარე სახელმძღვანელოს და მეთოდური მითითებების არქიტექტურის საკითხებში; მონაწილეობდა არაერთ სამეცნიერო კონფერენციასა და სიმპოზიუმში; მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. არქიტექტურის დოქტორი (2021), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 309-310; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის ვებგვერდი: my.gtu.ge


Share: