Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ჭანჭალეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს. 1949-1956წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1956 წლიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტი"-ს VII არქიტექტურული სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად; მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულ იქნა მრავალი საცხოვრებელი, კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტი; მათ შორის: სასტუმროების "ივერიის" და "აჭარის", სპორტის სასახლის ქ. თბილისში, სავაჭრო-საზოგადოებრივი ცენტრების ლილოში და ნუცუბიძის საცხოვრებელ მიკრორაიონში, სპორტული სკოლის ქ. თბილისის საქარხნო რაიონში, გამარჯვების მემორიალის ქ. ქუთაისში, ქ. თბილისის დიდი დიღმის II და III საცხოვრებელი მიკრორაიონების და სხვა; მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებულიასაქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის "საპატიო სიგელით"; სსრკ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიით სასტუმრო "ივერიის " პროექტისათვის (1982); საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემიით "ხუთწლედის მატიანე" სასტუმრო "აჭარის" პროექტისათვის (1980). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 310-311 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |