The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური სიხარულიძე

იური სიხარულიძე
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 2022  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში; 1944 წლიდან სწავლობდა მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტის ბათუმის სასწავლო პუნქტში.

1949 წელს დაინიშნა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ასისტენტის თანამდებობაზე; 1954 წელს იგი აირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტად; 1974 წელს პროფესორის თანამდებობაზე; 1979 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ბათუმის სამუზეუმო კვლევითი მუზეუმის ისტორიის განყოფილებას; მან მრავალი საინტერესო სტატია უძღვნა ქართული ლიტერატურიის ისტორიას, ქართულ მედიცინის ისტორიას, ფოლკლორს, სამართლის ისტორიას, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას, ბიზნესის ისტორიას, სხვადასხვა მოღვაწეთა ბიოგრაფიებს; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა არაერთ არქეოლოგიურ თუ ეთნოგრაფიულ ექსპედიციას; აღსანიშნავია მისი პედაგოგიური მოღვაწეობა, ის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში (ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი) კითხულობდა პალეოგრაფიის კურსს, არქეოლოგიას, სამართლის ისტორიას, საქართველოს ისტორიას, მუსიკალურ ფოლკლორს და სხვა; მან პედაგოგიურ სარბიელზე ასისტენტიდან პროფესორობამდე უკლებლივ ყველა საფეხური გაიარა, არჩეული იყო კათედრის გამგედაც; ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული სახალხო ანსამბლებთან, თავადაც შესანიშნავი კრიმანჭულის ოსტატი, არამარტო მღეროდა, არამედ ლექციებსაც ატარებდა და მეცნიერულადაც იკვლევდა ხალხური სიმღერებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე; ის 25 წიგნის ავტორია; 800-ზე მეტი საჟურნალო და საგაზეთო წერილიც აქვს გამოქვეყნებული; დიდია მისი ღვაწლი საქართველოს ისტორიული რუკების შექმნაში; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს  მისი საველე ისტორიულ-გეოგრაფიული ძიებანი შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე (სოჭის, ტუაფსეს, ნიკოფსიის მიდამოები) და აფხაზეთში; განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო ასევე საქართველოს ყოფილი სამხრეთ რეგიონები: ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, სპერი, ბასიანი, კარნიფორი, ყაიყული, აბოცი; ასეულობით ნაშრომი თუ ცალკეული სტატია უძღვნა აღნიშნულ საკითხებს, რომელთა ნაწილი გამოქვეყნდა, ნაწილი კი ხელნაწერისა თუ ხელნაბეჭდის სახითაა შემორჩენილი; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი ტბელ აბუსერიძის ბიოგრაფიის, აბუსერიძეთა გენეალოგიის და ტბელის მემკვიდრეობის საკითხის კვლევაში; მან პირველად უჩვენა დასაბუთებულად ტბელის ვინაობა; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გურიის 1841 წლის აჯანყება", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XIII-XIV საუკუნეებში", დაიცვა 1969 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: