The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი კალანდარიშვილი

Other name:დ. კალ-ლი  (Pseudonym)
დიმ-კალი  (Pseudonym)
Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Translator, Politician

Biography

ეგნატე ნინოშვილთან შეხვედრამდე დიმიტრი კალანდარიშვილი იყო "ნაროდნიკი" (ხალხოსანი"), 1889 წლიდან იგი თანდათან მარქსისტული მსოფლმხედველობისკენ გადაიხარა. 1892 წელს, სოფელ ნიგოითში, ეგნატე ნინოშვილთან ერთად ჩამოაყალიბა არალეგალური წრე მიხეილ ორმოცაძისა და სხვათა მონაწილეობით (სულ 8 კაცი), რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა, ამ წრეში დადიოდნენ ფილიპე მახარაძე, სოლომონ ჯიბლაძე და სხვ. დიმიტრი კალანდარიშვილი კითხულობდა არალეგალურ და სხვა პროგრესული შინაარსის წიგნებს, საუბრობდა სოციალისტურ თემებზე. 1893 წელს მან მონაწილეობა მიიღო პირველ მარქსისტულ კონფერენციაზე ზესტაფონში. 1896 წელს, მამასახლისმა და მღვდელმა დიმიტრი კალანდარიშვილი ქუთაისის გუბერნატორთან დაასმინეს ("ნიგოითში არიან ღვთის უარისმყოფელნი და ხელმწიფის მოწინააღმდეგენიო"), რის გამოც იგი სხვებთან ერთად ოზურგეთის მაზრის უფროსის განკარგულებით გადასახლებულ იქნა თბილისში. თბილისში მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება, იყო რსდმპ პირველი კომიტეტის (1898-1900) წევრი, წერდა საგაფიცვო ფურცლებს და თანამშრომლობდა გაზეთებშიც. 1901 წელს, როგორც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი დააპატიმრეს. პარტიული მუშაკი და მთარგმნელი, ყოფილი ხალხოსანი, "მესამე დასის" და გურიაში პირველი მარქსისიტული წრის ერთ-ერთი დამაარსებელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.497


Share: