შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1993 წელს; 1995-1996 წლებში იყო ბრიტანეთის საბჭოს სტიპენდიანტი, მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი (ექსეტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), ხოლო 2001 წელს ბიზნეს-ადმინისტრირების ფილოსოფიის დოქტორანტურის ხარისხი (ვაშინგტონის საერთაშორისო უნივერსიტეტი). 1993-1995 წლებში მუშაობდა კონსულტანტად საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ითავსებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციებს, ხოლო 1995-1996 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში, პირველი მდივნის თანამდებობაზე. 1996 წლის ნოემბერში პარტნიორებთან ერთად დააფუძნა იურიდიული ფირმა "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური". ვიქტორ ყიფიანის საქმიანობის და ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება, მმართველობა, გლობალური წესრიგი, საქართველოსა და მის მიმდებარე რეგიონზე ზეგავლენასთან დაკავშირებული საკითხები, მაკროეკონომიკა. იგი რეგულარულად აშუქებს აღნიშნულ თემატიკას როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედია საშუალებებში; რეგულარულად აკეთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური და გლობალური გეოპოლიტიკური ტენდენციებისა და მოვლენების ანალიზს; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში სპიკერისა და პრეზენტატორის ამპლუაში. ხელმძღვანელობს სხვადასხვა სფეროს მაღალკვალიფიციური ექსპერტებისა და მკვლევარებისაგან შემდგარ გუნდს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს მაღალი დონის ექსპერტულ ცოდნას, გამჭვირვალე, მიუკერძოებელ და მკაფიო რეკომენდაციებს სთავაზობს. ანალიტიკური საქმიანობის გარდა ვიქტორ ყიფიანი დაკავებულია იურიდიული საქმიანობით - იგი თბილისში მოქმედი იურიდიული ფირმის, "ემ ქეი დი"-ს დამფუძნებელი და უფროსი პარტნიორია. მისი იურიდიული პრაქტიკა მოიცავს სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართლის, საპროექტო ფინანსირების, კაპიტალის ბაზრის, საბანკო, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ტელეკომუნიკაციებისა და საკორპორაციო სამართლის სფეროებს. ვ. ყიფიანი საქართველოს სამართლებრივი სისტემისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული არაერთი სტატიისა და კვლევის ავტორია. იგი ყველა ძირითადი საერთაშორისო ცნობარისა და გამოცემის (IFLR, Chambers Global, Chambers Europe, Who’s Who Legal, The Legal 500) მიერ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან კერძო იურისტადაა აღიარებული. წყარო: ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისი": geocase.ge; giac.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |