The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოფიო კალანდარიშვილი

სოფიო კალანდარიშვილი
Other name:სოფიო ციციშვილი
Date of birth:January, 1870  (155 years)
Date of death:19??
Category:Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნიჩბისი, მცხეთის რაიონი.

მცხეთის სამონასტრო ოთხწლიანი სკოლის დასრულების და სამასწავლებლო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 1890 წელს, იქვე გამწესდა მასწავლებლად და ჩაება საზოგადოებრივ-კულტურულ მუშაობაში. მისი თაოსნობით მცხეთაში დაარსდა წიგნთსაცავ-სამკითხველო, საკვირაო სკოლა (სოფიო კალანდარიშვილის თანამოაზრეები იყვნენ მასწავლებლები: ე. ჯორჯაძე, თ. ფალავანდიშვილი, ე. მახათაძე, ქ. ოქროპირიძე, ვ. ყიფიანი), იმართებოდა ლიტერატურული საღამოები (ნინო და ილია ნაკაშიძეების დახმარებით). 1900 წელს, მოსე კალანდარიშვილზე გათხოვების შემდეგ, საცხოვრებლად გადავიდა ვლადიკავკაზში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ფოსიკო ჭიჭინაძის (ნიკო ნიკოლაძის და) მიერ დაარსებული ქალთა წრის-"პარასკევობის" მუშაობაში. ფოსიკო ჭიჭინაძის თბილისში გადასვლის შემდეგ, "პარასკევობის" თავმჯდომარე და ხელმძღვანელი სოფიო კალანდარიშვილი გახდა, მან საწევრო გადასახედებიდან მიღებული თანხით შეძლო ჭრა-კერვის შემსწავლელი სამწლიანი იაფფასიანი სკოლის დაარსება, სადაც უფასოდ ასწავლიდნენ. სოფიო კალანდარიშვილმა ვლადიკავკაზში დიდად შეუწყო ხელი ქართული საქმიანობის აღორძინებას (მას ეხმარებოდა მეუღლე მოსე კალანდარიშვილი). 1914 წელს, თბილისში გადმოსვლის შემდეგ იგი არჩეულ იქნა ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელის თაოსნობით შექმნილი ქალთა კომისიის თავმჯდომარედ, ქალთა კომისიის მიზანი იყო ქართველ ქალთა საოსტატო სემინარიის დაარსება და ეროვნული სკოლის შექმნა. სოფიო კალანდარიშვილმა სკოლის აშენებისათვის შეძლო 15 000 მანეთის შეგროვება (ეს სკოლა გაიხსნა თვითმპყრობლობის დროს, სკოლაში ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა, რაც იმ დროს დიდ მიღწევად ითვლებოდა რევოლუციის შემდეგ სკოლა საქართველოს მთავრობას გადაეცა).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.500

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის (ვლადიკავკაზის) განყოფილება, წევრი

Share: