შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი მიმოსვლის გზათა მშენებლობის სპეციალობით 1978 წელს. 1978-1981წწ. მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "სამთოქიმიის" მექანიკური ქარხნის ინჟინრად; 1981-1983წწ. იყო ქ. თბილისის საქარხნო რაისაბჭოს აღმასკომის ტერიტორიულ დარგთაშორისო გაერთიანების განყოფილების გამგე; 1983-1984წწ. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენი"-ს ტრესტ "წყალსაშენმასალების" რკინაბეტონის ქარხნის ინჟინერ კონსტრუქტორად; 1984-1991წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენი"-ს №2 სახლმშენებელი კომბინატის გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე; 1993-1994წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის პალატის მთავარ სპეციალისტად; 1998-2005წწ. ქ. თბილისის მერიის "არქმშენინსპექციის" უფროსის მოადგილედ, უფროსად; 2005-2010წწ. იყო სამშენებლო კომპანია (შპს) "თბილისი N და R"-ს დირექტორის მოადგილე; 2010-2018წწ. მუშაობდა შპს "დელტა ჰოლდინგი"-ს მშენებლობის მენეჯერად, ს.ს. "საქრუსენერგო"-ს პროექტირებისაა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოადგილედ, დეველოპერული კომპანია (შპს) "ტრიდეს" პროექტის მთავარ ინჟინრად, ასევე დეველოპერული კომპანია (შპს) "სვეტი"-ს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის უფროსად; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა არაერთი სამოქალაქო და კულტურულ-საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობას, მათ შორის: ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, ასევე თბილისის ტელერადიომაუწყებლობის ანძის რეაბილიტაციას, ბიბლიოთეკისა და სასტუმროს მშენებლობას ქ. ახალციხეში, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას ი. ჭავჭავაძის გამზირზე, ა. წერეთლის გამზირზე, მირცხულავასა და ნუცუბიძის ქუჩებზე ქ. თბილისში; იყო შპს "ტრიდეს" მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის მთავარი ინჟინერი; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 313-314
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |