The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჭუმბურიძე

ზურაბ ჭუმბურიძე
დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1961 წელს.

1961-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის ოსტატად, საამქროს უფროსად, მთავარ ტექნოლოგად, ქარხნის დირექტორის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1975 წელს იგი დააწინაურეს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს №2 მსხვილპანელოვანი სახლმშენებლო კომბინატის დირექტორად, სადაც მუშაობდა 1994 წლამდე; 1994 წელს №2 სახლმშენებელი კომბინატი რეორგანიზებულ იქნა სააქციო საზოგადოებად, "დუღაბი-94"-ის სახელწოდებით და ის არჩეულ იქნა ამ საზოგადოების დირექტორად, სადაც მუშაობდა 2005 წლამდე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი საცხოვრებელი კომპლექსისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტის მშენებლობა ქ. თბილისში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. თბილისის უდიდესი მიკრორაიონების - "ვარკეთილისა" და "ვაზისუბნის" განაშენიანებაში; მრავალწლიანი ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, ასევე საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 315-316; წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.493-496


გააზიარე: