Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ჭუმბურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1961 წელს. 1961-1974წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის ოსტატად, საამქროს უფროსად, მთავარ ტექნოლოგად, ქარხნის დირექტორის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1975 წელს იგი დააწინაურეს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს №2 მსხვილპანელოვანი სახლმშენებლო კომბინატის დირექტორად, სადაც მუშაობდა 1994 წლამდე; 1994 წელს №2 სახლმშენებელი კომბინატი რეორგანიზებულ იქნა სააქციო საზოგადოებად, "დუღაბი-94"-ის სახელწოდებით და ის არჩეულ იქნა ამ საზოგადოების დირექტორად, სადაც მუშაობდა 2005 წლამდე; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი საცხოვრებელი კომპლექსისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტის მშენებლობა ქ. თბილისში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. თბილისის უდიდესი მიკრორაიონების - "ვარკეთილისა" და "ვაზისუბნის" განაშენიანებაში; მრავალწლიანი ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, ასევე საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 315-316; წყარო: დიდებული ადამიანები : ღირსეული ადამიანების ცხოვრება და ღვაწლი. ტ. 1 / ელგუჯა მგელაძე. -თბ., 2017. -გვ.493-496
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |