შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1960 წელს. 1960 -1969წწ. მუშაობდა ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" რიგითი ინჟინრიდან ინსიტუტის დირექტორამდე; 1969-1972წწ. მივლინებული იყო ეგვიპტეში, მონაწილეობდა ასუანის ელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის გადაცემისათვის მაღალი ძაბვის ქსელის დაპროექტებაში; 1972 წლიდან კვლავ ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტშია". მისი ხელმძღვანელობით და მონაწილოებით დაპროექტდა მაღალი ძაბვის რიგი სისტემათშორისი სასისტემო ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური, ენერგოსისტემა აღიჭურვა მართვის თანამედროვე ავტომატიზებული სისტემებით; დამუშავდა "საქართველოს ენერგეტიკული პროგრამა"; 1997 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ენერგეტიკული კომისიის პირველ თავმჯდომარედ; 2004-2020წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის თავმჯდომარის მრჩეველი; ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე. სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალ "ენერგიის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 57-58; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებგვერდი: gnerc.org/ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |