შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ჩაჩუა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია - ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით 1972 წელს; 1975 წელს ფილოსოფიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო მინიმუმი. 1972-1974წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სუბსენსორულ გამღიზიანებელთა ლაბორატორიის თანამშრომელი; 1974-1976წწ. კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-2006წწ. ფსიქოლოგიის ლექტორი ტექნიკური უნივერსიტეტში; 2000-2002წწ. კითხულობდა ლექციების კურსს საქართველოს რეგიონებში მთავარ ექიმებთან ეფექტური კომუნიკაციის საკითხებზე; 2002-2003წწ. კავკასიურ სახლში კონფლიქტის ფსიქოლოგიაში; 2001-2005წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში; 2011 წლიდან ორატორული ხელოვნების აკადემიაში; ატარებდა ტრენინგებს შემდეგ თემებზე: იურიდიული პროფესიის ეთიკური სტანდარტები და სასამართლო ფსიქოლოგია (2011); სალექციო კურსი თემაზე - თანამედროვეობა და ქართული ეთნო ხასიათის ფსიქოლოგიური ასპექტები (კომპანია VIPR, 2012); პაციენტთან ურთიერთობის ფსიქოლოგია (თბილისის ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება, 2013). ნანა ჩაჩუას ფსიქოლოგიური პრაქტიკა და საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფსიქოლოგიური კონსულტირება და შინაგანი კონფლიქტების კორექცია (საქართველო SOS ბავშვთა სოფელი, 2011); ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვთა და მოზარდთა პიროვნული ზრდა და სოციალური რეინტეგრაცია (სწავლება და კვლევა: World Vision საქართველო, ტრენინგი თანამშრომლებისთვის, 2012); 2014 წელს იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; ასევე 2017 წელს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტში ატარებდა ტრენინგს ეფექტურ კომუნიკაციაში (2017); ეფექტური კომუნიკაციისა და ემოციის მართვის ტრენინგს (ჯეოჰოსპიტალი, 2018). 2007 წლიდან ნანა ჩაჩუა არის ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის დამაარსებელი, დირექტორი, ფსიქოლოგი; სამეცნიერო ინტერესების სფერო: ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქოლოგიური დახმარება; ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა, ბიბლიოთერაპია, კონსულტირება, ტრენინგები; ფლობს ნეიროლინგვისტური პროგრამის სერთიფიკატს (1995), კონფლიქტის ფსიქოლოგიის სერთიფიკატს (1999); იგი აქტიურად თანამშრომლობს მასმედიასთან: გადაცემა მოზარდებისა და მშობლებისათვის (ტელევიზია "ერთსულოვნება", 2012 წლიდან); "ფსიქოლოგის საათი" (რადიო "იმედი", ყოველკვირეული რადიოგადაცემა - 2011 წლიდან, ღია ეთერით და მსმენელთა შეკითხვების ჩართვებით); "თავისუფალი საუბრები" ( ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემა პირდაპირი ღია ეთერით, მაყურებელთა შეკითხვების ჩართვით, ტელევიზია" ქართული არხი" 2010 წლიდან); პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს შემდეგი პუბლიკაციები: "გაყოყოჩებული ცნობიერება ანუ აპოკალიპსი დღეს" (ჟურნალი "აფრა", 2018), "მიწა, წყალი და შიმშილი" (ჟურნალი "აფრა", 2018), "კაცობრიობის მარადიული საცხოვრისი..." (ჟურნალი "აფრა", 2017), "დასრულებული და დაუსრულებელი ფაშიზმი" (ჟურნალი "აფრა", 2017), "როზეტა" (ჟურნალი "აფრა", 2016), ლი ჩანგ დონგი "პოეზია" (ჟურნალი "აფრა", 2015), "რა არის განწყობის თეორია და როგორ უნდა შევიქმნათ განწყობა?" (The Tbilisi Times; 2014), "რა უნდა გაითვალისწინოს ყველა მშობელმა ბავშვის აღზრდისას?!" (The Tbilisi Times, 2014), "მშობლებისთვის და არა მხოლოდ" (სახელმძღვანელო წიგნი, 205), "ფატმანის ფსიქოლოგიური პორტრეტი" (კრებული რუსთაველის შესახებ, გამომცემლობა "სეზანი", 2012), "დილის გაზეთი" (რუბრიკა "ფსიქოლოგიური განსჯანი", 2010-2012); სტატიები ეთნოფსიქოლოგიის საკითხებში (ჟურნალი "იმიჯი", 2001-2003); სტატია "ეფექტური კომუნიკაციის შესახებ" (კრებული "მართვის ხელოვნება", 2001, ჯანდაცვის სამინისტროს გამოცემა); "ამოცანის ამოხსნის გადაწყვეტის ფსიქოლოგიური მექანიზმები" ("სწავლების სამეცნიერო შრომების კრებული", 1998, ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა). წყარო: მართლმსაჯულების სახლი: houseofjustice.com.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |