The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იულონი გაბრიჩიძე

იულონი გაბრიჩიძე
დაბადების თარიღი:13 ივნისი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1955 წლიდან მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში" სხვადასხვა თანამდებობებზე. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების საქმეში. მონაწილეობდა ბჟუჟის, ორთაჭალის, გუმათის, ტყიბულის, სიონის და სხვა ჰესების გამართვა-გაშვებასა და ავტომატური მართვის განხორციელებაში, ენგურჰესისა და მის კასკადში შემავალი ჰესებისათვის არასტანდარტული აპარატურის დამზადებაში. გამოქვეყნებული აქვს 55 სამეცნიერო სტატია, მონაწილეობდა სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი მოღვაწეობა გამომგონებლობის სფეროში. მიღებული აქვს 100 სსრკ საავტორო მოწმობა და საქართველოს პატენტი. ზოგიერთი გამოგონება ეკონომიკური ეფექტით დანერგილია წარმოებაში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 58

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: