Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მირზა ხაჩიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მშენებლობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით 1973 წელს; საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1985 წელს. 1970-1974წწ. ინსტიტუტში სწავლის პარალელურად მუშაობდა ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიპი") ტექნიკოსად, უფროს ტექნიკოსად, ინჟინრად და უფროს ინჟინრად; 1974-1977წწ. მუშაობდა საქართველოს საავტტომობილო გზების სამინისტროს №15 სარემონტო, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; სამმართველოს რეორგანიზაციის შემდეგ გადაყვანილ იქნა ამავე სამინისტროს ხიდების სარემონტო, სამშენებლო-სამონტაჟო კომბინატში; 1977-1978წწ. მუშაობდა სამინისტროს მშენებარე ობიექტების №1 დირექციაში, საავტომობილო გზების, გვირაბების, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა ხელოვნური საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსად; 1978-1988წწ. მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს საწარმოო-სამშენებლო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენი"-ს სამშენებლო სამმართველო "ჟინვალჰესმშენი"-ს მრთავარი ინჟინრის მოადგილედ, შემდეგ სამმართველოს უფროსის მოადგილედ ეკონომიკურ საკითხაბში; 1988-1992წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველო "კავგვირაბმშენი"-ს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს რეორგანიზაციის შემდეგ 1992-2003წწ. იყო სახელმწიფო სააქციო საზოგადოება - კონცერნ "საქგვირაბმშენი"-ს ვიცე-პრეზიდენტი; 2003-2006წწ. ქ. თბილისის საკრებულოს ექსპერტ-კონსულტანტად; 2006-2009წწ. იყო ჯერ სააქციო საზოგადოება "სოკოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ სამშენებლო კომპანია (შპს) "ინტელექტი"-ს დირექტორი; 2010 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია (შპს) "მამისონის" გენერალური დირექტორის მოადგილედ; არის არაერთი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მშენებლის საპატიო წოდება, მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 320-321
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |