The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ხიმშიაშვილი

ნოდარ ხიმშიაშვილი
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნიგაზეული, შუახევის რაიონი, აჭარის ა/რ.

დაამთავრა ქ. ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1982 წელს.

1982-1988წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის №10 სამშენებლო ტრესტის შუახევის № 52 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1999-2007წწ. იყო შპს "ჰოლდერი"-ს სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (უბნის უფროსი); 2008-2012წწ. მუშაობდა შპს "დუპლექსი"-ს სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად); 2012-2017წწ. იყო შპს "ორბი ჯგუფის", შპს "რეალპალასი"-ს, შპს "მეგა პალასი"-ს და "სბაირზ დეველოპმენტი"-ს უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (მშენებლობის უფროსი), პროექტის მენეჯერი; 2017 წლიდან მუშაობს შპს "ბათმშენი"-სა და შპს "დარბილდინგის" სამშენებლო წარმოების ხელმძღვანელად (მშენებლობის უფროსად), პროექტის მენეჯერად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აჭარის ა/რ ტერიტორიაზე აშენებულ იქნა მთელი რიგი სამრეწველო, კულტურულ საგანმანათლებლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტები და საცხოვრებელი კომპლექსები. მთ შორის: საშუალო სკოლის შენობა და სასოფლო კლუბი შუახევის რაიონში, 22 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი კობალაძის ქუჩაზე, 10 და 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლები რუსთაველის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებზე ქ. ბათუმში და სხვა; მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 323

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
    მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომითი საქმიანობის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საქართველოს მშენებლობის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

გააზიარე: