შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ხინიკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს. 1975-1977წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფმშენინდუსტრიის" სისტემაში ინჟინრად; 1977-1985წწ. "საქმთავარკოლმშენის" ქობულეთის რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციაში მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1985 წელს გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის ქობულეთის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორად, სადაც მუშაობდა 1990 წლამდე; 1990-1992წწ. საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის "საქარაგრომრეწვი"-ს №2 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის ქობულეთის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1993-2005წწ. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის კერძო სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 2005 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია "ანაგის" სამუშაოთა მწარმოებლად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოო და ინფრასტრუქტურული ობიექტი და რიგი კერძო საცხოვრებელი სახლი ქობულეთის რაიონში, სასტუმრო "საქართველო" ქ. ქობულეთში, საჯარო სკოლის შენობა სენაკის რაიონის სოფ. ნოქალაქევში, სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი კაჩინსკის ქუჩაზე ქ. ბათუმში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 324
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |