შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაჟდენ ხიტირი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს. 1962-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენი"-ს №14 სამშენებლო ტრესტის №1 სამშენებლო სამმართველოში ბრიგადირად, მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1969-1973წწ. იმევე სამშენებლო სამმართველოში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად); 1973-1978წწ. საქართველოს პროფესიულ-ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტის სისტემაში კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1978-1981წწ. კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1981-1986წწ. საბჭოთა კავშირის რადიომრეწველობის სამინისტროს ქ. თბილისის ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის მშენებარე ქარხნის დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1986-1988წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად, ხოლო სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ, 1988-1991წწ. იყო სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1991-1995წწ. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის, სოციალური ბაზის განვითარებისა და საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1996-2004წწ. იყო ამავე სამინისტროს მენეჯმენტის, მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური ბაზის განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2005-2012წწ. მუშაობდა შპს "სეისმომედეგობის ცენტრის" ექსპერტ-კონსულტანტად; 1991-1992წწ. აქტიურად იყო ჩართული და ხელმძღვანელობდა საქართველოს მიწისძვრით დაზიანებულ რეგიონებში საგანმანათლებლო ობიექტების გამოკვლევებისა და აღდგენა-გამაგრების სამუშაოების შესრულებას; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 324-325 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |