The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოფილე ხმელიძე

თეოფილე ხმელიძე
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს.

1973-1977წწ. მუშაობდა ოზურგეთის რაიონის საგზაო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად; 1978 წლიდან უბანი რეფორმირებულ იქნა საგზაო სამმართველოდ და დაინიშნა სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1999-2009წწ. იყო ოზურგეთის რაიონის საგზაო სამმართველოს უფროსი; აღნიშნული სამმართველო მომსახურებას უწევდა 200კმ. ასფალტობეტონისა და 180კმ. ხრეშოვანი საფარის ადგილობრივი დანიშნულების გზებს; 2010 წლიდან მუშაობდა კომპანია "ნიუენერჯიში", "ოზურგეთი-ლესის" გზის რეკონსტრუქციაზე; 2011-2018წწ. შპს "გზამშენპროექტში" ზედამხედველ ინჟინრად ხიდების მშენებლობაზე, ქ. ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე; 2018 წლიდან მუშაობს შპს "ლიდერ+"-ში ხიდების მშენებლობის ინჟინრად ქ. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ოზურგეთის რაიონის ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; მისი ავტოსაგზაო სფეროში მოღვაწეობის პერიოდში აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 30-მდე საავტომობილო ხიდს; აქტიურად მუშაობს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 325-326


გააზიარე: