შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა გალდავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლი გემთწამყვანის სპეციალობით 1994 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ინჟინერ-გემთწამყვანის, საზღვაო შტურმანის სპეციალობით 2001 წელს. ზღვაში საქმიანობა 1993 წელს, ჯერ კიდევ საზღვაოსნო სასწავლებლის კურსანტობისას - კადეტის პოზიციაზე დაიწყო; აკადემიაში სწავლის პარალელურად კი თავდაპირველად შორეული ნაოსნობის გემების რიგით მატროსად, მოგვიანებით კი კაპიტნის თანაშემწედ - შტურმანად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, უცხოური კომპანიების «ANGLO-GEORGIAN SHIPPING Co»-სა და «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის ტანკერებზე; 2000 წლიდან კობა გალდავა კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა, 2009 წელს კი თავად დაამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად; 2010 წლიდან მეთაურობს ცნობილი ბერძნული და ამერიკული სანაოსნო კომპანიების «PHOENIX SHIPPING-ის, «EAGLE BULK SHIPPING»-ისა და «EAGLE SHIP MANAGEMENT LLC»-ს გემების ეკიპაჟებს. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |