The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ფორაქიშვილი

ზურაბ ფორაქიშვილი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1926
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2016  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა: თბილისის 25-ე საშუალო სკოლის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ჯერ ინსტრუქტორად და სექტორის გამგედ, შემდეგ კი მეცნიერების, კულტურის და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების გამგის მოადგილედ; საქართველოს უმაღლესი და საშუალო განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად და რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგედ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი აზრის საქალაქო ინსტიტუტის რექტორად, კოლეგიის წევრად. ზურაბ ფორაქიშვილის სამეცნიერო ინტერესები, ძირითადად, რელიგიათმცოდნეობას, კერძოდ კი, საქართველოში დუხობორების ცხოვრებას შეეხებოდა. ამავე თემას ეძღვნებოდა მისი მონოგრაფია, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში თავად ბატონ ზურაბს უნახავს აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში, და მისთვის წარუდგენიათ, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომი რელიგიური უმცირესობების შესახებ. იგი ასევე ინტერესდებოდა უსახლკარო ბავშვების პრობლემებით, რომელთა გადაჭრისთვის არაერთი სასიკეთო საქმეც გააკეთა. საქართველოს პატრიარქის უშუალო ძალისხმევით მან მცირე საწარმოც გაუხსა ასეთ ბავშვებს. ზურაბ ფორაქიშვილი აქტიურად უჭერდა მხარს სტუდენტებს, რომლებიც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, 1978 წლის აპრილში დემონსტრაციაზე გამოდიოდნენ.

წყარო: გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი" : newspaper.tsu.geokitashvili.blogspot.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
    მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პროფილაქტიკის საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის
  • 1997 - ღირსების ორდენი
    საქართველოში განათლების სისტემაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    1989-1990 წლებში კი - ცხინვალის რეგიონში წარმოშობილი ლოკალური კონფლიქტის დროს დაძაბულობის მშვიდობიანი მოგვარების ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციის თანამშრომლების ოჯახების მატერიალური და მორალური მხარდაჭერისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: