შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური იმერლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბრილი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1976 წელს. 1960-1967წწ. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ქართულ ჭიდაობაში და სამბოში; 1965-1970წწ. სსრკ 5 გზის ჩემპიონი სტუდენტთა შორის; 1967-1971 წლები: სსრკ პირადი ჩემპიონატის მესამე პრიზიორი სამბოში (1967), სსრკ გუნდური პირველობის სპორტსაზოგადოებებს შორის მესამე ადგილი, სსრკ მოკავშირე რესპუბლიკებისა და მოსკოვის სპორტსმენების საკავშირო ტურნირი სამბოში მეორე ადგილი (1971), სსრკ სამბისტთა და ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის წევრი (1967-1968); მონაწილეობდა იაპონიის პირველი ნაკრებისა და ქართველი სპორტსმენებით დაკომპლექტებული სსრკ ძიუდოისტთა გუნდის საერთაშორისო ტურნირში (1968); ჩრდილოეთ კორეისა და სსრკ ნაკრები გუნდების საერთაშორისო ტურნირში (1967); იაპონიის პროფკავშირების და გორის სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრაში (1970); ჭიდაობა სამბოში პირველი ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირში (1967); 1975-1979წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს მთავარი მწვრთნელი ძიუდოში და ქართულ ჭიდაობაში; 1980-1987წწ. საქართველოს სპორტკომიტეტი, სახელმწიფო მწვრთნელი ძიუდოში; სსრკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი (1987); მოამზადა და გამოსცა ქართული ჭიდაობის შეჯიბრების წესები (1995); 2010 წელს გამოსცა ჭიდაობის სასწავლო პროგრამა მოსწავლეთათვის, რომელიც მოთავსებულია გზამკვლევების კრებულში სპორტის სახეობებში (თანაავტორი); 2016 წელს გამოსცა ამჟამად მოქმედი ქართული ჭიდაობის წესები; აღადგინა და დააპატენტა ქართული ჭიდაობის და მამაკაცის საჭიდაო ჩოხა - ქართული ჭიდაობა ქალის (11-12) და მამაკაცის (2,1,22) ჩოხა, პატენტმფლობელი იური იმერლიშვილი (ავტორი), საქპატენტი, პატენტი D432 სამრეწველო ნიმუში (12.08.2009); 2014-2016წწ. მონაწილეობდა ქართული ჭიდაობისთვის მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების კომისიის მუშაობაში. სპორტულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და პოლემიკური საკითხები ქართული ჭიდაობის შემდგომი განვითარების და საერთაშორისო არენაზე გატანისათვის; ხაშურში ტრადიციულად ტარდება იური იმრლიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |