The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ გავაშელი

ნოდარ გავაშელი
Date of birth:22 February, 1956  (69 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკა-გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1977 წელს.

1978-1983წწ. მუშაობდა სსრკ-ს 50 წლისთავის საწარმოო გაერთიანების (რადიოქარხანა) საამწყობო საამქროში ჯერ ინჟინრის, ოსტატის, უფროსი ოსტატის, ხოლო შემდეგ საამქროს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; 1983-1989წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილებაში-უფროსი ინჟინერ-ეკონომისტის, განყოფილების უფროსის თანამდებობებზე; 1989-1999წწ. საქენერგოს ტრესტ "საქსოფლელექტრომონტაჟის" სამონტაჟო გაწყობის სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების  უფროსი; 1999-2013წწ. ს/ს "ენერგოსერვისის" ტექნიკური დირექტორი; 2013 წლიდან საქართელოს სახელმწიფო ელექტრო სისტემაში ტრანსფორმატორების სარემონტო სამსახურის უფროსი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 62-63


Share: