The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსენ კალანდაძე

დაბადების თარიღი:1854
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1913  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. გორი
კატეგორია:ტოპოგრაფი

ბიოგრაფია

დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი.

მუშაობდა თბილისში გაზეთ "დროების" ასოთამწყობად. მე-19 საუკუნის 70-იანი წლებში თბილისში გახსნა საკუთარი სტამბა, რითაც იმ დროს ძალიან შეუწყო ხელი ქართული ბეჭვდითი საქმის აღორძინებას. მადათოვის კუნძულზე ჰქონდა საკუთარი წიგნის მაღაზია, სადაც სემინარიელთა და სხვა მოწაფეებს შორის ავრცელებდა ჟურნალ-გაზეთებსა და წიგნებს. მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ხალხოსნებთან და მათ ხელმძღვანელებთან. 1876 წელს, ქუთაისსა და თბილისში ხალხოსნებთან (ნაროდნიკები) ერთად არსენ კალანდაძეც დააპატიმრეს. 1880 წელს, გრიგოლ ჩარკვიანთან ერთად თბილისში გახსნა საამხანაგო სტამბა. 1883 წელს ამხანაგობა დაიშალა და არსენ კალანდაძემ თავისი წილი სტამბა გორში გადაიტანა. გარდაიცვალა გორში. ბეჭვდითი საქმის მოღვაწე და ხალხოსნური მოძრაობის მონაწილე. გამომცემელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.501; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1908-)

გააზიარე: