The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ გაფრინდაშვილი

ვლადიმერ გაფრინდაშვილი
Date of birth:14 August, 1946  (78 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1971 წელს.

1973-1978წწ. მუშაობდა საქართველოს გაზიფიკაციის მთავარი კომიტეტის "თბილგაზის" სამმართველოს გაზის ქსელებისა და მარეგულირებელი სადგურების კანტორის ინჟინრად; 1978-1982წწ. "საქტრანსგაზმრეწვში" საკომპრესორო სადგურების საწარმოო განყოფილების უფროსად; 1982-1985წწ. კუბის სახალხო რესპუბლიკაში სხვადასვა თანამდებობებზე; 1985-1993წწ. "საქტრანსგაზმრეწვი", საკომპრესორო სადგურების საწარმოო განყოფილების უფროსად; 1993-1998წწ. "საქტრანსგაზმრეწვი",  ენერგო-მექანიკური განყოფილების უფროსად; თანამშრომლობდა "ტასისის" პროგრამასთან; 1998 წელს სტაჟირებით მივლინებული იყო საფრანგეთში "გაზ დე ფრანს"-ში; 1999-2000წწ. "საქტრანსგაზმრეწვი", მაგისტრალური გაზსადენების საგურამოს სახაზო-საწარმოო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2000-2005წწ. საგურამოს საბაზო-საექსპლუატაციო ფილიალის მთავარი ინჟინერად, დირექტორად; 2005-2008წწ. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია",  მაგისტრალური გაზსადენებისა და გაზგამანწილებელი სადგურების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსად; 2008 წლიდან მუშაობს შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში" საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მაგისტრალური გაზსადენების და გაზგამანაწილებელი სადგურების ექსპლუატაციის სამსახურის უფროსად. მიღებული აქვს სახელმწიფო და დარგობრივი ჯილდოები. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 63-64

Awards and Honors

  • საქართველოს გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

Share: