The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ორბელიანი

დაბადების თარიღი:13 მაისი, 1806
გარდაცვ. თარიღი:16 ნოემბერი, 1897  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ქეთევან გიორგის ასული ერისთავი, მეუღლე გენერალ-მაიორ ჯამბაკურიან-ორბელიანისა. ქეთევან ორბელიანი პირველი ქალია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გიორგი ერისთავის მიერ აღდგენილი ქართული თეატრის პირველ წარმოდგენებში. 1850 წლის 2 იანვარს მან "გაყრაში" შეასრულა მიკირტუმ გასპარიჩის ცოლის თათელას როლი, ხოლო 3 მაისს "დავაში" ითამაშა გამდელის ლომისეულის როლი. იგი იყო ასული გიორგი იასეს ძე ერისთავისა, "დიდ კნიაზად" წოდებულისა, შვილიშვილი გიორგი XII-ისა და მეუღლე მამუკა ორბელიანისა. მის შესახებ აკაკი წერს: "განსვენებულმა ქეთევანმა რომ თეატრი არ დაივიწყა და ის მცირე წვლილი დაუტოვა, კარგი ჰქმნა და აქაც გონივრულად მოიქცა. ადრე ისე სასირცხვილოდ მიაჩნდათ ჩვენში თეატრში სცენაზე გამოსვლა, რომ თავის მოჭრა ეგონათ. ვორონცოვის დროს რომ "გაყრა" ითამაშეს, პირველი მაგალითი კნეინა ქეთევანმა უჩვენა ყველას. ითამაშა და მით აგრძნობინა სხვებსაც, რომ აქ სასირცხვო არა არის რაო".

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.81-82


გააზიარე: