Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიო კანანელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საქობო, სიღნაღის რაიონი. თხზავდა ეპიტაფიებს (მიცვალებულთა საფლავეზე წასაწერ ლექსებს), შემდეგ 1905 წლის რევოლუციაზე დაწერა ლექსი, რომელიც გაზეთში გამოქვეყნდა. 1912 წლიდან ადგილობრივ და ცენტრალურ გაზეთებში აქვეყნებდა ლექსებსა და მამხილებელ კორესპონდენციებს, იყო ასევე ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან სასტიკი დევნისა და შევიწროვებისა, იგი თავისი საქმიანობის ერთგული იყო. მისი ლექსები ქვეყნდებოდა გაზეთებში: "ხმა კახეთისა", "გლეხი", "სიმართლე", "ახალი სოფელი", "წითელარმიელი", "მოჯამაგირის ხმა", "კოლექტივიზაცია". აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყო ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, 1922 წლიდან სასოფლო საბჭოს წევრი, 1923-1926 წლებში ადგილობრივი სამაზრო ბანკის თავმჯდომარე. კორესპონდენტი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.540; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : ფსევდონიმების ლექსიკონი: nplg.gov.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |