The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გახარია

გურამ გახარია
Date of birth:1953
Date of death:2006  (at 53 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1975 წელს.

1983-1994წწ. იყო ენგურჰესისის კაშხალმშენის სამმართველოს უბნის უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1994-2006წწ. ენგურჰესის უნიკალური თაღოვანი კაშხლის დირექციის მთავარი ინჟინერი; 1997 წელს ენგურჰესის სადერივაციო გვირაბისა და წყალმიმღები ნაგებობების სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას მისი თაოსნობით მოკლე დროში მოხერხდა აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების შესრულება, დადგინდა შემდგომში შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა. იმ პერიოდში გაწეული კეთილსინდისიერი და დაუღალავი მუშაობისთვის მას გამოეცხადა მადლობა. აღსანიშნავია მისი წვლილი უცხოელებთან ერთად 2006 წელს განხორციელებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებაში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 65


Share: