შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დომენტი ოყრეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭოლევი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და ხონის სამასწავლებლო სემინარია. პირველი წერილი 1896 წელს ჟურნალ "კვალში" გამოაქვეყნა, პირველი ლექსი - ჟურნალ "ჯეჯილში" ამავე წელს. 1898 წლიდან სახალხო მასწავლებლად მუშაობდა სამეგრელოსა და ქვემო იმერეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში, ხოლო 1911 წლიდან ენისა და ლიტერეტურის მასწავლებლად ქართულ გიმნაზიაში. 1912 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში. მეფის მოხელეების დევნის მიუხედავად ქართული გიმნაზიის მასწავლებლები დაუღალავად იღწვოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობაში ღრმად დაენერგათ ეპოქის მოწინავე იდეები, მშობლიური ენისა და კულტურისადმი სიყვარული. თანამშრომლობდა გაზეთებში: "ივერია", "ახალი დროება", "სახალხო გაზეთი", "ისარი", "ამირანი" და სხვ. თავის ლექსებში, რომლებზეც დიდი გავლენა მოახდინა აკაკი წერეთლის პოეზიამ, მან გამოხატა საერთო სახალხო მისწრაფება თვითმპყრობელობის უღლიდან განთავისუფლებისაკენ, მებრძოლი განწყობილება, ქედუხრელობა, მომავლის რწმენა ("სიმღერა", 1901; "მოლოდინში", გამარჯვება", 1905; "მეგობარს", 1906; "გაზაფხულდა?!", 1910; "ასე ერთხმად", 1915 და სხვ.). მისი პოეზია ეხმაურებოდა ახალი საქართველოს ცხოვრებას, დიდ სამამულო ომს, მშვიდობიან მშენებლობას ("სიმღერა", 1929; "სამშობლოსადმი", 1937; "ქართველ მეომრებს", "წერილი ბრძოლის ველიდან", 1962 და სხვ.). ავტორია საბავშვო პოემებისა "შავი ცხვარი" და "ბერიკა ლევისარაშვილი" (1950-1951). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.619 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |