შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა ბარლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს. სტუდენტობის წლებში არაერთხელ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის წოდება კლასიკურ ჭიდაობაში; 1950 წელს მუშაობა დაიწყო წყალტუბოს გეოლოგიურ პარტიაში, რომელიც იკვლევდა სამკურნალო წყლების საკითხებს; შემდგომ იგი ამ პარტიის ხელმძღვანელად დაინიშა, სადაც იმუშავა 1956 წლამდე; 1956-1974წწ. მესტიის რაიონის სამშენებლო-სარემონტო კანტორის უფროსი; 1974-1985წწ. მესტიის რაიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროს უფროსი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.104 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |